Sunday, April 8, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
,,მოგზაურები""


პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით
ვინ იყვნენ პირველი მოგზაურები? როგორ იკვლებდნენ გზას ძველად მოგზაურები?


პროექტის აქტუალობა

· მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები,
· შეძლებენ რუკაზე გამოარჩიონ ისეთი გეოგრაფიული ობიექტები, როგორიცაა კონტინენტები, ოკეანეები.
· იმსჯელებენ მოგზაურებზე და მათ წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში
· მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ საქართველოს მეზობელი ქვეყნების მდებარეობა ჰორიზონტის მხარეების გამოყენებით
ისტ
· მოსწავლეები შეძლებენ გაივითარონ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები; შეძლებენ ვებ რესურსების გამოყენებას

პროექტის მიზნები
მოგზაურთა ცხოვრების გაცნობა,მათი აღმოჩენების მნიშვნელობა.დამატებითი ინფორმაციის გაცნობა, ტექსტზე მუსაობა, თითოეული მოგზაურის დახასიათება.


მონაწილეთა ასაკი
9–10 წელი


ვადები/ხანგრძლივობა
ერთი  თვე


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები განიმტკიცებენ  ცოდნას მოგზაურებისა და მათი აღმოჩენების შესახებ.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ბარათები,კალამი, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი,ინტერნეტი,ფორმატი,  ,,დიდი მოგზაურები", ,,მარკო პოლო", ,,ვოლის სამყარო"


პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება:
I -მარკო პოლოს მოგზაურობა
II -ფერნანდო მაგელანი
III -ჯეიმს კუკი
IV -ვიკინგები

მოსწავლეები გადმოსცემენ მოგზაუთა ცხოვრების ამსახველ სურათებს,საუბრობენ მათი მარშრუტებისა დაღმოჩენების შესახებ.(თემას ირჩევენ სურვილის მიხედვით)ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს.


საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.·           აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე,  მსჯელობს  ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
·           დაიტან კონტურულ რუკაზე  გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებ.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მაია ტრაპაიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
maiatrapaidze7@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:
maiatrapaidze7.blogspot.com